კითხვა: გამარჯობა.ვარ 29 წლის 1-66 სიმაღლესი.53 კილო. ძალიან მინდა მოვიმატო წონაში. ანალიზები აბსოლუტურად მწყობრში მაქვს,არ ვუჩივი არაფერს. ვერანაირად ვერ ვიმატებ. იქნებ რაიმე კარგი ვიტამინების ნაკრები არსებობდეს რაც მომამატებინებს? შეგიზლიათ რჩევა მომცეთ ? მინდა 10 კილოს მომატება. მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
პირველ რიგში გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითნებურად მედიკამენტების მიღებას.
თუ გსურთ მასის მომატება, მკაცრად უნდა დაიცვათ კვების და დასვენების წესები, უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
- მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებათა შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
- ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
- მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და მიმართოთ დიეტოლოგ–ენდოკრინოლოგს, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და მოგცემთ ობიექტურ რეკომენდაციას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!