სიმაღლეში ზრდა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: 16 წლის მოზარდი ბიჭის სიმაღლეში გასაზრდელად რა მეთოდები არსებობს? კონკრეტული ვიტამინები ან მედიკამენტები, თუნდაც ვარჯიშები თუ შეგიძლიათ მირჩიოთ. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვამართავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
მოგახსენებთ, რომ ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით, რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
დისტანციურად ვიტამინებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას ან უბნის პედიატრს, რომელიც თვალს გაადევნებს ბავშვის ზრდა –განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტს დამატებითი ჩარევის საჭიროებას. ასევე სასურველია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დაგეხმარებით.


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა