კოლოიდური კვანძი, ცენტრალური ვასკულარიზაცია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მჭირდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია გავიკეთე ეხო დასკვნაში წერია მარცხნივ ხიდაკზე კოლოიდური კვანძი ზომით0,5X0,7სმ ფერადი კარტირებით აღინიშნება ცენტრალური ვასკულარიზაცია EU-TIRADS:3:დაბალი რისკის კატეგორია ანალიზების პასუხები : TSH 6.710 anti-TPO 8.2
პასუხი:

მოგესალმებით,

კვანძოვანი ჩიყვი

ეს არის ფარისებრი ჯირკვლის კონტურირებული კეროვანი დაზიანება – სხვადასხვა ზომის, ფორმის, შენებისა და ექოსტრუქტურის, ერთეული ან მრავლობითი. კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ექოგრაფიის მთავარი ამოცანაა საეჭვო შენების კვანძების გამოვლენა. ფარისებრი ჯირკვლის კვანძი შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. კვანძების უმრავლესობა კეთილთვისებიანია, მათ შორისაა კოლოიდური კვანძიც.

კოლოიდური კვანძი

იგი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა. ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
კეთილთვისებიანი კვანძი ქირურგიულად შეიძლება ამოიკვეთოს თუ კვანძი დიდია და იწვევს კომპრესიულ სიმპტომებს – დისფაგიას, ხმის შეცვლას/ჩახლეჩას ან დისკომფორტს კისრის არეში.

კვანძის ვასკულარიზაცია

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია კვანძის ვასკულარიზაცია ანუ სისხლმომარაგება. ავთვისებიანი კვანძების უმეტესობა მკვეთრად ვასკულარიზებულია, თუმცა თქვენს შემთხვევაში როგორც დასკვნაშიცაა აღწერილი, განეკუთვნებით დაბალი რისკის კატეგორიას.
მიუხედავად ჩვენი ვრცელი პასუხისა, ის ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და ვერ გამოგადგებათ სამკურნალოდ.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც კვალიფიციური ექიმი–ენდოკრინოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დასვამს საბოლოო დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში, შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა