ფრჩხილის პათოლოგია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ხელის ფრჩხილებზე გამიჩნდა ზოლები და არასწორი გახდა ფრჩხილები. ფეხის ცერა თითის ფრჩხილმა ფერი იცვალა.მოყვითალო გახდა.იქნებ მითხრათ სოკო იქნება?სხვა არც ქავილი მაქვს და არც გამონაყარი.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა შესაძლოა, თქვენი ჩივილი განპირებებული იყოს როგორც იმუნოლოგიური ისე მემკვიდრული ფაქტორებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიაგნოსტირება და მკურნალობის დანიშვნა დერმატოლოგის პრეროგატივაა, რისთვისაც უნდა მიმართოთ სპეციალიზირებულ კლინიკას.
ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გარდა ამისა, შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებები უკავშირდებოდეს ელექტროლიტურ დისბალანსს. მაგალითად თუ თქვენ მენოპაუზის მდგომარეობაში ხართ, მაშინ გამოსაკვლევი და მოსაწერსიგებელი გექნებათ კალციუმის ცვლა.
ამ შემთხვევაში, დერმატოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი იქნება ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, რისთვისაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:        https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad- 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა