სუბფებრილური ტემპერატურა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მუდმივად მაქვს სიცხეები 37.4 მაქსიმუმ და ხირითადად 37.2 თუმცა არის როცა არც მაქვსხოლმე საერთოდ. მიზეზს ვერ მივაკვლიეთ გაკეთებული მაქვს სისხლის ანალიზი, ფილტვების CT კვლევა ფთიზიატრთანაც, გლანდები ამოჭრილი მაქვს და ვერაფერს მეუბნებიან სხვას. ამის ძიების პერიოდში აღმომაჩნდა 2016 წელს ბორელიოზი რომელიც ვიმკურნალე მაგრამ სიცხეები დღემდე გრძელდება. შესაძლოა ეს უბრალოდ ჩემი სხეულის ტემპერატურაა თუ კიდევ არის რაიმე რაც შეიძლება გამოსარიცხი იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგაწვდით.
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ნორმაში – 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა, იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისათვის, სასურველია, თქვენმა შვილმა კონსულტაცია გაიაროს შემდეგ სპეციალისტებთან:

  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
  • სტომატოლოგი;
  • თერაპევტი;
  • ინფექციონისტი;
  • ჰემატოლოგი.

საჭიროა ობიექტური გასინჯვა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა