მოგესალმებით!
ფარისებრი ჯირკვლის კვანძი (ფჯკ) (სოლიტარული ან დომინანტური) კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. იგი ძირითადად კეთილთვისებიანია და უხშირესად წარმოადგენს ე.წ. კოლოიდურ ანუ მაკროფოლიკულურ კვანძს ან ფოლიკულურ ანუ მიკროფოლიკულურ ადენომას.
კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს (რაც რადიონუკლიდური სკანირებით დგინდება) და არ გააჩნია კაფსულა.
ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
ბიოპტატით კეთილთვისებიანი კვანძი ქირურგიულად შეიძლება ამოიკვეთოს თუ კვანძი დიდია და იწვევს კომპრესიულ სიმპტომებს – დისფაგიას, ხმის შეცვლას/ჩახლეჩას ან დისკომფორტს კისრის არეში.
საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის კვანძის პუნქციური ბიოფსია, რომელიც განსაკუთრებით ულტრასონოგრაფიის კონტროლით საკმაოდ ზუსტი მეთოდია ავთვისებიანი და „საეჭვო“ კვანძების გამოსავლენად.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
შემოგთავაზებთ, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას, ელასტოგრაფიული მეთოდით, ულტრათანამედროვე აპარატ Toshiba Aplio 500-ზე, აქციის ფარგლებში 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად. კვლევაში შედის ენდოკრინული-ქირურგის კონსულტაცია.
გაცნობებთ რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე : 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს ფარისებრ ჯირკვალზე კოლოიდური კვანძის შემთხვევაში საჭიროა თუ არა ოპერაცია
პასუხი: