მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენენ მედიკამენტები ვამელანი, ციტოლესი, ვალოსედი;
- სედაციური საშუალებების უკუჩვენება;
- რა არის ჰიპერპროლაქტინემია;
- ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა.
ვამელანი, ციტოლესი, ვალოსედი, წარმოადგენენ კომბინირებულ ფიტოპრეპარატებს, რომლებსაც აქვთ სედაციური მოქმედება. მათ შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ისეთი კომპონენტი, როგორიცაა კატაბალახა.
მედიკამენტების არადანიშნულებისამერ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
შესაბამისად, ჰიპერპროლაქტინემიასთან, აღნიშნულ მედიკამენტებს კავშირი არ აქვთ.
ჰიპერპროლაქტინემია
პროლაქტინის ნორმა ასაკისა და სქესის მიხედვით განსხვავებულია. ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მოწესრიგებული ჰორმონული ფონი აუცილებელია. პროლაქტინი იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს.
ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ იყენებენ დოფამინის აგონისტებს – ბრომოკრიპტინსა და კაბერგოლინს, რომლებიც ხელს უწყობენ დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი, თავის მხრივ, პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს.
მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებისთვის, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგს, რომელიც ანამნეზური მონაცემების ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!