საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა მე მინდა დეიდა მოვიყვანო თქვენთან ენდოკრინოლოგი ანი ჭოხონელიძესთან, დეიდაჩემი არის 56 წლის ქალი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი თქვენთან რომ მოვიყვანო რამე შეღავათები ექნება საბუთი მაქვს რომ არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და დაზღვევა საყოველთაო აქვს, ექიმთან ვიზიტი და გამოკვლევებში თუ დაჭირდა ოპერაცია თუ არის შეღავათები მითხარით ძალიან გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარებს. თუმცა, გეგმიური ამბულატორიული მომსახურება არ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ , თუ წინასწარ , განსაზღვრული დოკუმენტაციის საფუძველზე (ფორმა 100 ,კალკულაცია) არ მოიპოვებთ დაფინანსებას.
ამ დოკუმენტაციას , სურვილის შემთხვევაში , გაგიმზადებთ კლინიკაში.
ოპერაციის საჭიროების შემთხვვაშიც, გაგიმზადდებათ საჭირო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს ქირურგიულ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა