მოგესალმებით,
D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე.
D ვიტამინი მზის ინსოლაციის პირობებში გამოიყოფა. თუმცა ბუნებრივად ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება საქართველოში ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია მისი მედიკამენტური ფორმით მიღება.
ყველა პაციენტისთვის ნებისმიერი ვიტამინის დოზა სხვადასხვაა და შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს რათა განისაზღვროს თქვენთვის შესაბამისი დოზის რაოდენობა.
ასევე, შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგს, რომელიც ანამნეზისა და ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!