ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია. ჰორმონების ანალიზი: TSH-5,9 ( ნორმა 0,4-6,0ml) FT4-1,3 (ნორმა 0,8-2,2 pg), ენდოკრინოლოგმა დამინიშნა L თიროქსინი 50 მგ. მაინტერესებს ეს დოზა დიდი ხომ არ არის და საერთოდ მჭირდება თუ არა მისი მიღება.
პასუხი:

მოგესალმებით,
ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას.
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზიის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას, ანუ იმის განსაზღვრას, როგორ მუშაობს ჯირკვალი. ამისთვის იკვლევენ სისხლში თირეოტროპული ჰორმონისა და თიროქსინის, იგივე ტეტრაიოდთირონინის დონეს.
ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც.
ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოპლაზიის მიზეზის დადგენა და თანმხლები პროცესების შეფასება.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა სხვადასხვაგვარია, თუმცა, ამ ეტაპზე, დანიშნული მკურნალობა, შეესაბამება ლაბორატორიული კვლევების პასუხებს.
მიჰყევით მკურნალი ექიმის დანიშნულებას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქნიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა