კვება ჰორმონოთერაპიის დროს - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ონკოლოგიურ (მკერდის სადინრული კარცინომა) პაციენტებს, რომლებიც ვიმყოფებით ჰორმონოთერაპიაზე, რამდენად არის დაშვებული დიეტის დაცვა ( ორგანიზმი სუსტდება და არ შეიძლებაო). თუ არა და მხოლოდ ცომეულის და ტკბილის ამოღება რაციონიდან არ მშველის. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პირველ რიგში, სასურველია თუ დამოუკიდებლად არ მიმართავთ თანამედროვე დიეტებს.
თქვენს შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვების რეჟიმის დაცვა, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას :

  •  კვების რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული (ფუნთუშეული) და შეზღუდეთ შაქარი;
  •  შეზღუდეთ რძე ( დასაშვებია ხაჭო და ყველი );
  •  სასურველია არ მიირთვათ საქონლისა და ღორის ხორცი ( თევზი და ქათმის ფილე დასაშვებია);
  •  მიირთვით ცოცხალი ბოსტნეული, ხილი, მათი წვენები, ბურღულეული.
  •  ერიდეთ ყავას, მუქ ჩაის და შოკოლადს - ყველაფერს, რაც მდიდარია კოფეინით. ( შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი).
  •  დღეში სასურველია მიიღოთ 1,5 ლიტრი წყალი.

საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რომელიც შეგირჩევთ ინდივიდუალური კვების რაციონს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა