პათოლოგიური სიგამხდრე - ენდოკრინოლოგია

კითხვა: 32წლის გოგოა გახდა ძალიან.საჭმელს კი ჭამს.სულ გაღიზიანებულია.ავად ვარ მოვკვდებიო ტირის.ხელები უკანკალებს რომ ნერვიულობს ეს კი სულაა.გულისრევი შეგრძნება და კუჭში ტკივილი.რომე ექიმთან მივიყვანო
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ თქვენი მეგობარი გენეტიკურად არ არის მიდრეკილი სიგამხდრისკენ, მან მკაცრად უნდა დაიცვას კვების და დასვენების წესები, უნდა გაზარდოს საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოს ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
ასევე, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კვებით დარღვევას და გამომწვევი მიზეზი იყოს ანორექსია რომელსაც ახასიათებს პათოლოგიურად დაბალი სხეულის წონა.
ანორექსიის მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებად და გადაუდებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე. საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება ზუსტი დიაგნოზი და შეერჩევა კვებისა და მკურნალობის შესაბამისი მეთოდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიაკს, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა