ყავის უარყოფითი თვისებები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს კითხვა ყავასთან დაკავშირებით. ყავაზე დამოკიდებული ვიყავი დიდხანს. სამსახურში არაფერს არ ვჭამ მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერად ყავაზე ვიყავი. სამსახურში წასვილისას ლავაზზა ყავა დილით შუადღეს კი კარგი ხსნად უნალექო ყავას მივირთმევდი მანამ სანამ სპაზმური შოკი დამემართა. ვერ ვსაუბრობდი ვლუღლუღებდი, მეტყველების დაკარგვის ძაან შემაშინა ყავას. გაცივდა მას სჰემდეგ 4 წელი. ვიმკურნალე ნევროპათოლოგთან ნალექიანს ყავა დამრთო დღეში ორ ჭიქა. უნალექო ამიკრძალა! 4 წელი საერთოდ არ ვსვამდი ყავას. ნალექიანი ყავის მიღება შემიძლია? ძვლებს ასუსტებს ყავა? ყავის დამოკიდებულების პერიოდში ხშირად ვცივდებოდი. უღრმესი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ყავა დღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე მოხმარებადი სასმელია მთელ მსოფლიოში, თუმცა იგი გავლენას ახდენს ჯანრთელობაზე, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით.
ინფორმაციას მოგწვდით მისი უარყოფითი მხარეების შესახებ:

  • ყავამ შეიძლება უძილობა გამოიწვიოს მაშინ , როდესაც ვიღებთ დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 4 საათის შემდეგ;
  •  ყავა ორგანიზმში შლის კალციუმს;
  •  ყავა ზრდის წნევას;
  •  იწვევს დამოკიდებულებას;
  •  აძლიერებს შარდის გამოყოფას .

ექიმთან უშუალო კონტაქტისა და მეტი ინფორმაციის მისაღებად , რომელიც თქვენი ცხოვრების წესის და კვების რეჟიმის დასაგეგმად გამოგადგებათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ენდოკრინოლოგ–დიეტოლოგთან, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემთ ამომწურავ პასუხს, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა