მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის დიაბეტი ტიპი 2;
- რა არის ინსულინრეზისტენტობა;
- დიაბეტის მკურნალობის მიზანი;
- როგორ ვიკვებოთ დიაბეტის დროს.
დიაბეტი ტიპი 2 ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
იგი როგორც წესი, ვითარდება მოწიფულ ასაკში, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი. მას ხშირად წინ უძღვის შეცვლილი მეტაბოლური მდგომარეობა გლუკოზისისადმი დარღვეული ტოლერანტობით, დისლიპიდემიით და ინსულინ‐რეზისტენტობით.
ტიპი 2 დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი „არასწორად“ , ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი გლუკოზის სრულად ასათვისებლად.
მეორე მექანიზმის მიხედვით, კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ მთელი გამოყოფილი ინსულინის, ანუ ინსულინის ნორმალური რაოდენობის გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას კი, ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.
დიაბეტთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორები როგორიცაა:
- ჰიპერგლიკემია;
- ჰიპერტენზია;
- დისლიპიდემია;
- თრომბოგენეზი.
მოითხოვს მრავალმხრივ ინტერვენციასა და მედიკამენტურ მკურნალობას.
ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის მიზანი გახლავთ სისხლის გლუკოზის ნორმალური დონის მიღწევა (ნორმოგლიკემია).
გრადა მედიკამენტური მკურნალობისა, აუცილებელია კვების მართვაც, რომელშიც იგულისცმება წონის კორექცია და ჯანსაღი კვება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვფიქრობთ არ მიჰყვებით კვების სპეციალურ რეჟიმს.
უნდა მიირთვათ დღეში 5-ჯერ, აქედან 2 არის წახემსება. ანუ, საუზმე, სადილი, ვახშამი და მათ შორის წახემსებები ხილის, ბოსტნეულის სახით (პურის გარეშე).
დღეში საშუალოდ 1500-1800 კილოკალორია უნდა მიიღოთ, სასურველია მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.
ყოველი ჭამის დროს ეცადეთ, რაციონში იყოს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული.
- მიირთვით ცილებით და ვიტამინებით მდიდარი საკვები;
- ტკბილის ნაცვლად შეგიძლიათ, მცირე რაოდენობით მიირთვათ შავი შოკოლადი, იგი 70% კაკაოს შეიცავს;
- ბოსტნეულის სუპი;
- მოხარშული კვერცხი (დღეში მხოლოდ 2–ჯერ) ;
- ქათმის თეთრი ხორცი (ფილე);
- კეფირი;
- მაწონი;
- უცხიმო ხაჭო;
- ყავა (შეზღუდული რაოდენობით) ;
- პომიდვრის წვენი;
- ხილის ნატურალური წვენები.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც შეგიძლიათ, რომ მიირთვათ, რეალურად კი, ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა.
ასევე, რეკომენდებულია კვირაში 150 წთ‐ზე მეტი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა (ფეხით სიარული).
დამატებითი დატვირთვის რეკომენდაცია უნდა მოგცეთ ენდოკრინოლოგმა, იმის გათვალისწინებით თუ რა მედიკამენტები გაქვთ დანიშნული (სულფონილშარდოვანა, რეპაგლიდინი), რათა არ განვითარდეს კარდიო‐ვასკულური სიმპტომები.
კვების ინდივიდუალური რაციონის შერჩევისთვის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
გაითვალისწინეთ, რომ თვითნებური მკურნალობა და მედიკამენტების დამოუკიდებლად მიღება დაუშვებელია.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინოფრმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!