კვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს ფარისებრზე გადავიღე ექოსკოპია,სადაც აღმომაჩნდა კვანძები,თვითონ ფარისებრი არ მაქვს გადაღებული და არც tsh მაღალი. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
კვანძოვანი ჩიყვი დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც ყველაზე მეტად აშინებს პაციენტს, ეს დიაგნოზი ნამდვილად არ არის სასიმოვნო, მაგრამ არც სასოწარკვეთილების საფუძველს იძლევა.
ფარისებრი ჯირკვალი პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა, ის გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც სისხლში გადადის და ყველა უჯრედსა თუ ქსოვილზე მოქმედებს. ეს ჰორმონები შეიცავს იოდს ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასქესო, რეპროდუქციული, ძვალკუნთოვანი სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში. თავად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას თირეოტროპული ჰორმონი (TSH) არეგულირებს.

იოდი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. მისი უკმარისობისას ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა ძალიან გაიზარდოს და გაუჩნდეს კვანძები, რაც თირეოტოქსიკოზამდე (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სიჭარბემდე) მიგვიყვანს.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
მკურნალობის ტაქტიკისათვის საჭიროა ციტოლოგიური გამოკვლევა, რათა დავადგინოთ კვანძის თვისება, თუ აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ კვანძი კეთილთვისებიანია, რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა