D ვიტამინის დეფიციტი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს D ვიტამინის დეფიციტი, 10.2 ნგ/მლ (30-100 ნორმა, 20 - 30 ზომიერი უკმარისობა, <20 დეფიციტი) . ენდოკრინოლოგმა დამინიშნა 12 წვეთი ვიგანტოლი 1 თვე, შემდეგ 5000 სე 2 თვით და 2000 ზე კიდევ 2 თვით. ზაფხულის პერიოდში, ეს დოზები ადეკვატურია თუ არა? ხომ არ არის ამ დოზებით და ამ ხანგრძლივობით D ვიტამინის მიღებისას ჰიპერკალციემიის ან ჰიპერკალციურიის განვითარების რისკი? შეიძლება თუ არა D ვიტამინთან ერთად ომეგა 3-ის მიღება? წინასწარ გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით!
ტრადიციულად, მიიჩნეოდა, რომ D ვიტამინს დიდი გავლენა აქვს ძვალ-სახსროვან სისტემაზე და მისი დეფიციტი რევმატიული დაავადებების გამწვავებას იწვევს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებში. თანამედროვე კვლევებით კი ეს სურათი იცვლება და რისკ დაავადებების რაოდენობა ბევრად უფრო იზრდება. D ვიტამინის დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძვლოვან სისტემაზე, არამედ ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე. აღმოჩენილია, რომ D ვიტამინის რეცეპტორების დიდი რაოდენობა არის თავის ტვინში და ითვლება, რომ სწორედ მისი მაღალი დონე აუცილებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. საუბარია იმაზე, რომ დეპრესია, მახსოვრობის დეფიციტი შეიძლება უკავშირდებოდეს D ვიტამინის დეფიციტს. ეს გუნება-განწყობილება ზე დაკვირვებითაც ცხადი ხდება. D ვიტამინი მზის ინსოლაციის პირობებში გამოიყოფა. თუმცა ბუნებრივად ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღება საქართველოში ფაქტობრივად გამორიცხულია, ამიტომ აუცილებელია მისი მედიკამენტური ფორმით მიღება.
ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს გულის ჯანსაღი კვებისათვის: ისინი ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანსის შენარჩუნებას, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.
რაც შეეხება D ვიტამინისაგან გამოწვეულ ჰიპერკალციურიის განვითარებას, ანოტაციაში აღნიშნული უკუჩვენება, არ ნიშნავს რომ ყველა პაციენტზეა გათვლილი.
დოზებთან დაკავშირებით, დისტანციურად რეკომენდაციის გაცემა ჩვენი მხრიდან არაპროფესიული და არაკორექტულია, ამიტომ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა