აუტოიმუნური თირეოდიტი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: რა შეგიძლიათ გვითხრათ აუტოიმუნურ თირეოდიტზე?რამდენად საშიშია? ... გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ფარისებრი ჯირკვლის ანთება, გამოწვეულია მრავალი მიზეზით. ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება აუტოიმუნური თირეოიდიტი. ფარისებრი ჯირკვლის, ამ ქრონიკულ ანთებით დაავადებას იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა და ლეიკოციტებით, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს.
ე.წ. „აუტოიმუნური“ განადგურების საბოლოო შედეგი არის ჰიპოთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სრულად გაქრობით (არარსებობით). თუმცა, ბევრ პაციენტს უნარჩუნდება ფარისებრი ჯირკვლის რეზერვი, რაც საკმარისია ჰიპოთირეოზის თავიდან ასაცილებლად.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ავადმყოფური დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს. ამ მძიმე დაავადების ხშირი გამოვლინებებია: 

  • კანის სიმშრალე;
  • აქერცვლა;
  • შეშუპება;
  • გასქელება;
  • გამკვრივება;
  • თმოვანი საფარველის გამეჩხერება;
  • ფრჩხილების მტვრევადობა.  

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ორგანოების მხრივ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ისეთ ჩივილებს როგორიცაა:

  • სახსრების ტკივილი;
  • კიდურების დაბუჟება;
  • კუნთოვანი  სისუსტე;
  • ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითება.

დამახასიათებელია ღამით ფხიზელი ძილი და დღის განმავლობაში ძილისადმი მიდრეკილება. მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურია, მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციას. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა