პარათჰორმონი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით! მაქვს ჩიყვი და ვმკურნალობ ენდოკრინოლოგთან პარალელურად მტკივა სახსრები.მაქვს პარატჰორმონი 106 ...შეიძლება თუ არა ოპერაციის გარეშე მოხდეს პარატჰორმონის დარეგულირება?მაქვს ოსტეოპოროზის დასაწყისი...რას მირჩევთ?გმადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პარათჰორმონი;
  • რა არის ოსტეოპოროზი;
  • რა იწვევს ოსტეოპოროზს;
  • როდის ქვეითდება პარათჰორმონის დონე;
  • პარათჰორმონის მკურნალობა.

პარათჰორმონი, იგივე პარათიროიდული ჰორმონი, წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლების მიერ და არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.
როდესაც კალციუმის რაოდენობა მოიმატებს, პარათჰორმონის დონე ქვეითდება.
შესაბამისად, პარათჰორმონის ანალიზი გვეხმარება, შევაფასოთ რამდენად ნორმალურად ფუნქციონირებს კალციუმის დონის მარეგულირებელი სისტემა.

parathormoni

ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს. მისი გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზია ჰიპოკალციემია. ამიტომ, პარათჰორმონის ანალიზის შედეგების ინტერპრეტირებისას, აუცილებელია კალციუმის დონის გათვალისწინება.
თუ კალციუმის და პარათჰორმონის დონეები ნორმაშია, კალციუმის დონის მარეგულირებელი სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს.
თუ კალციუმის დონე დაქვეითებულია, ხოლო პარათჰორმონის - მომატებული, ეს ფარისებრახლო ჯირკვლების ნორმალურ პასუხზე მიუთითებს და ამ შემთხვევაში დასადგენია ჰიპოკალცემიის გამომწვევი მიზეზი. რის შემდეგაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა, რომელიც, როგორც წესი, კონსერვატიულია და ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი დანამატები.
შესაბამისად, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების ობიექტურად შეფასების შემდეგ, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა