კითხვა: მინდა მივიღო b12 ვიტამინი აბების ან კაფსულის სახით და არის ამ ფორმით აფთიაქებში,თუ მხოლოდ ნემსებია?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად B12 ჯგუფის ვიტამინები სააფთიაქო ბაზარზე არის როგორც ამპულის ისე კაფსულებისა და აბების სახით.
თუმცა, დამოუკიდებლად მის მიღებას არ გირჩევთ, რადგან როგორც ყველა პრეპარატს, მასაც აქვს უკუჩვენებები, ბ12 აჩქარებს ნერვის ატროფიას ( მხედველობის ნერვის პათოლოგიის შემთხვევაში ), ასევე დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი.
აუცილებლია ვიტამინებზე რეკომენდაცია მოგცეთ მკურნალმა ექიმმა.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი–ენდოკრინოლოგი, შეგირჩევთ ინდივიდუალურ მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა