მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ აკნე კანის ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია შავი და თეთრი ფერიმჭამელები, ჩირქოვანი გამონაყარი, რომელიც უპირატესად სახეზე, გულმკერდზე, ბეჭებზე, მხრებზე ჩნდება.
მისი განვითარების მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქციით არის გამოწვეული. აღნიშნული დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს თვითმკურნალობა, რომლის შედეგად კანის საფარველის მეორეული ინფიცირება ღრმავდება.
დაავადების განვითარების მექანიზმიდან გამომდინარე, სებორეა/აკნე ესთეტიკური ენდოკრინოლოგიის პრობლემას წარმოადგენს. ამის კვალობაზე, მისი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა ჰორმონული დისბალანსის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და კანზე მეორეულად გააქტიურებული ინფექციური პროცესის დათრგუნვა.
მკურნალობა საშუალოდ 6-12-თვიანია და მოითხოვს კომპლექსურ თერაპიას, რომლის მიზანია სისხლში ანდროგენების დონის ნორმალიზება და კანზე არსებული ინფექციის დათრგუნვა.
სისტემური მკურნალობისა და ჰორმონული დისბალანსის კორექციის შედეგად კანზე არსებული ფერიმჭამელები და ჩირქოვანი გამონაყარი მთლიანად ალაგდება, ხოლო ახალი ელემენტები აღარ წარმოიქმნება.
აკნესგან თავის დაღწევა შესაძლებელია, მთავარია, მას სწორად უმკურნალოთ. ამისთვის კი უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
კვლევის პასუხების შეჯამების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, თითქმის ორი წელია ტანზე მიჩნდება გამონაყარი ღია წითელი ფერის თუ რაიმე შეეხო და გაღიზიანდა დიდდება და ხანდახან ჩირქოვანი ხდება , ეს რამდენიმე თვეა გამონაყარმა უფრო ინტენსიურად გადაინაცვლა მკერდზე და მკერდის არეში. ხომ ვერ დამეხმარებით სიტყვიერად მაინც!
პასუხი: