ფარისებრი ჯირკვლის კვლევა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა,თუ შეიძლება მითხრათ ამ ეხოს მიხედვით რა მდგომარეობაშია ფარისებრი ჯირკვალი? მარჯვენა წილი18 მარცხენა წილი16,5 ჯირკვლის საერთო მასა 15,2. კონტურები სწორი. სტრუქტურა არაჰომოგენური მარცვლოვანება საშუალო ექოგენობა მცირედ მომატებული კეროვანი ცვლილებები არ აღინიშნება მარჯვენა წილის პარენქიმის შუა მესამედში ფიქსირდება 5/3მმ ზომოს მეტად სითხური შენების ჩანართი კოლოიდის ტიპის საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში.ანალოგიური ტიპის ჩანართი ფიქსირდება მარცხენა წილის პარენქიმაში ზომით 2მმ. ოორივე წილის პარენქიმაში აღინიშნება მკვეთრად გაძლიერებული ვაასკულარიზაცია ასევე მარჯვენა წილის პარენქიმაში ფიქსირდება არაკონტურირებული იზოექოგენური კვანძის ტიპის უბნები უდიდესი მდებარეობს მარჯვენა წილის პარენქიმის ქვედა მესამედში ზომით 11,8/5მმ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში, როგორც დასკვნაშიცაა მითითებული, მნიშვნელოვანია კვანძზე დაკვირვება დინამიკაში და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
სავარაუდოდ საჭირო იქნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა