მოგესალმებით,
ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური დაქვეითებით გამოწვეული კლინიკური სინდრომია, რომელიც ხშირად ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეფერხებით ვლინდება, თუმცა შესაძლებელია ასიმპტომურადაც მიმდინარეობდეს.
განასხვავებენ ჰიპოთირეოზის სამ სახეობას:
- პირველადი ჰიპოთირეოზი;
- მეორეული ჰიპოთირეოზი;
- მესამეული ჰიპოთირეოზი.
ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), სუსტდება გულისცემა, ვითარდება ზოგადი სისუსტე.
ჰიპოთირეოზი ყოველთვის საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას. პაციენტს, რომელიც სისტემატიურად გადის სამედიცინო შემოწმებას, გამოჯანმრთელების ძალიან დიდი შანსი აქვს.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, ანამნეზური მონაცემების ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!