მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს შეკითხვაზე. მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
კოლოიდური ჩიყვი სიმსივნეს არ ნიშნავს. თქვენი ციტოლოგიური კვლევის შედეგად, კოლოიდური კვანძი არ არის საშიში და არ საჭიროებს ოპერაციას, თუმცა აუცილებელია დაკვირვება დინამიკაში და პერიოდულად, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური და ჰორმონული კვლევა. რაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
სავარაუდოდ, უნდა გაიკეთოთ პუნქციური ბიოფსია ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესი და ადენომა.
საჭიროა დინამიკური მეთვალყურეობა ექიმთან, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!