მოგესალმებით,
წონის მატების გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.
ჰორმონული დარღვევა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თავად დისბალანსის მიზეზი კი არაერთია.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩამოთვლილი პრეპარატებიდან მხოლოდ „მეტაზერო“–ს უკუჩვენებაა წონის მატება. თუმცა, რაკი მას სპეციალისტის რეკომენდაციით იღებთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს იყოს მიზეზი.
აუცილებლად უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, რათა დადგინდეს წონის მატების მიზეზი. შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს ენდოკრინოლოგიც.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad-
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს პრეპარატები რომლებსაც ვიღებს თუ მოქმედებს ჰორმონებზე.კერძოდ საშინლად მოვიმატე რაც მკურნალობა დავიწყე...ე.ი ვიღებ 1.ციპრალექს 2.მეტაზეროს. 3 ამიტრიპტილინს 4.ოქსივინს. მაინტერესენს ამ წამლების ბრალი ხომ არაა ჩემი წონაშიატება.მადლობა.
პასუხი: