კვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: უკვე ერთ წელზე მეტია სისტემატურად მახველებს, მაქვს კვანძოვანი ჩიყვი, ქრონიკული ჰაიმორიტი, საყლაპავის თიაქარი. მეუბნებიან რომ ყველა ეს დაავადება შეიძლება იყოს ხველების გამომწვევი. რა შეიძლება დავლიო, რომ ცოტა შევიმსუბუქო მდგომარეობა. განსაკუთრებით ტრანსპორტში ვწუხდები.
პასუხი:

მოგესალმებით, 

შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში.

ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.

კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხება ხველებას, ის ზოგადად ორგანიზმის თავდაცვითი  რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან, მაგალითად როგორიცაა მტვერი, კვამლი და ა.შ.

თუმცა, თქვენს შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ ხველა გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებით და სასუნთქ სისტემაზე ზეწოლით.

ხველების შესამცირებლად , თქვენს შემთხვევაში , ეფექტური იქნებოდა  კოდეინის შემცველი საშუალებები ,მაგრამ ეს სპეციალისტმა უნდა დაგინიშნოთ და აფთიაქიდან მხოლოდ რეცეპტით გაიცემა  .

გარდა ამისა ,გირჩევთ ,რომ ებრძოლოთ არა შედეგს ( ხველას ) არამედ მიზეზს ,რამაც ის გამოიწვია .ანუ , საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ხელახალი კვლევა, დინამიკასა და ცვლილებებში დაკვირვება, ჰორმონების განსაზღვრა, რაც მოითხოვს უშუალო ვიზიტს ენდოკრინოლოგთან.

მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტის განხორციელებას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან კვლევას, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

ასვეე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა