ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ონკოლოგიურ დაავადებათა პირველადი დიაგნოსტირებისთვის საჭირო, ოქროს სტანდარტად აღიარებულ კვლევას – ულტრაბგერით ელასტოგრაფიას.
აქციის ფარგლებში კვლევის ღირებულება 70 ლარის ნაცვლად 40 ლარია.
აქციის ფარგლებში ფარისებრი ჯირკვლის კვლევა ტარდება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ულტრათანამედროვე ულტრაბგერით აპარატზე Toshiba Aplio 500.
ელასტოგრაფია ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირება.
ელასტოგრაფიით ფარისებრ ჯირკვალში არსებული კვანძების სიმკვრივის შეფასება ხდება, რაც აუცილებელია შემდგომში სწორი და დროული მკურნალობის დასაგეგმად.
აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს.
აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ რადიოლოგები თეა თავაძე.
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 2 02 25 25!
რას წარმოადგენს ელასტოგრაფია? იხილეთ ვრცლად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ