მოგესალმებით,
თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე ცალსახად პასუხის გაცემა რთულია. შესაძლოა, ტკივილები ერთ პრობლემას უკავშირდებოდეს ან ჩართული იყოს პროცესში სხვადასხვა სეგმენტი და ორგანო.
თუმცა, ვფიქრობთ, რომ ტკივილის ლოკალიზაციიდან გამომდინარე , პრობლემა უკავშირდება ხერხემლის წელის სეგმენტის პათოლოგიას.
თქვენი ჩივილების გამომწვევად მხოლოდ ხერხემლის პათოლოგიას თუ განვიხილავთ, შესაძლოა მიზეზი იყოს:
- სკოლიოზი;
- სტენოზი;
- კოქსართროზი;
- თქვენს მიერ აღნიშნული – დისკოს თიაქარი და ა.შ.
სხვა მიზეზებს შორისაა:
- გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
- მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
- ვირუსული დაავადებები;
- თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა.
იმისთვის რომ დავადგინოთ, რამ გამოიწვია აღნიშნული სიმპტომები, შემოგთავაზებთ ნეიროქირურგთან უფასო ვიზიტს, ხოლო თუ ვიზიტისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!