ხველება, კისრის ოსტეოქონდროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: ვარ ოსტეოხონდროზით დაავადებული მაქვს კისრის არეში დაჭიმულობა რომ დამეჭიმება ძარღვები მაქვს მშრალი ხველება რას მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით, 

ლაბილური ნერვული სისტემის პატრონებისთვის ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული ბიძგი, ასევე ყვირილის დროს სახმო იოგების ძლიერ დაჭიმვა და ერთმანეთთან მიახლოვება, რაც ცხადია მათ აღიზიანებს ,ზოგჯერ  საკმარისია ხველის გამოსაწვევად.

რაც შეეხება ოსტეოქონდროზსა და ხველებას, მათ შორის კავშირს შესაძლოა ჰქონდეს ის მიზეზი, რომ ხერხემლის პათოლოგიების მქონე პაციენტებში,ერთვება სასუნთქი სისტემაც.ამასთან დაკავშირებით ,შესაძლოა საქმე გვქონდეს ამა თუ იმ ტიპის დარღვევებთან  და ვენტილირების პროცესების შეფერხებასთან ,რასაც თავის მხრივ ახლავს ნახველის ბუნებრივი გამოყოფის დარღვევები . აქედან  გამომდინარე ,ერთვება პროცესში ისეთი რეფლექსური აქტი, როგორიცაა ხველება,რაც ორგანიზმის დაცვითი რეაქციის გამოვლინებაა.

კისრის ოსტეოქონდროზი

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და წარმოადგენს ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა დისკის დეგენერაციულ-დისტროფიული დაზიანებას, ხოლო  შორსწასულ შემთხვევებში დაავადებას მივყავართ თიაქრამდე ან მალთაშუა დისკების პროტრუზიამდე.

კისრის ოსტეოქონდროზი იწვევს ნერვული ფესვების დაზიანებებს – რადიკულოპათიებს, მალებზე სხვადსხვა წანაზარდების წარმოქმნას, მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულ დაკარგვას. ყველაზე საშიშია ზეწოლა ზურგის ტვინზე, რამაც შეიძლება ლეტალური გამოსავალიც იქონიოს. სერიოზული გართულებების თავიდან აცილება კი, შეიძლება დაავადების დროული დიაგნოსტირებითა და შესაბამისი მკურნალობით.

ოსტეოქონდროზის უკვე არსებული დიაგნოზის მიუხედავად ,მნიშვნელოვანია მისი დინამიკაში კონტროლი ,ვინაიდან ხარისხობრივად ის შეიძლება პროგრესირებდეს .ამისათვის კი სასურველია რადიოლოგიური კველევები .

კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გამოკვლევის მონაცემების მიხედვით ,ნევროლოგი შეგირჩევთ სამკურნალო რეჟიმს და სხვა რეკომენდაციებს .

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა