მოგესალმებით,
თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზის დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შესაძლოა, მიზეზთა შორის იყოს ნერვის კომპრესია (მიჭყლეტა) .
ნერვის ფესვზე ზეწოლა იწვევს, მისი ფუნქციის დარღვევას, რაც იწვევს ტკივილს, რომელიც, თქვენს შემთხვევაში ვრცელდება მარცხენა ფეხის დუნდულასა და კუნთის მიდამოში.
მკურნალობის მეთოდის დასაგეგმად აუცილებელია, ჩატარდეს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
იქიდან გამომდინარე, რომ ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს, შემოგთავაზებთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
დიაგნოსტირდება ჩივილების გამომწვევი მიზეზი და მაღალკვალიფიციური ექიმი–ნევროლოგი ან ნეიროქირურგი, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!