კისრის თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობათ.10 აგვისტოს ჩემს ძმას ჰქონდა შემდეგნაირი ჩივილები:ტკიოდა თავი,ჰქონდა გულის რევის შეგრძნება,სისუსტე და რაც მთავარია მთელი სხეული ქონდა გაბუჟებული.თავის ჩათვლით.გამოვიძახეთ სასწრაფო,თვითონ იყო ძალიან შეშინებული ინსულტი ხომ არ მაქვს.სასწრაფომ გადაუღო კარდიოგრამა,ყველაფერი ნორმალურად იყო,წნევა არც თუ ძალიან მაღალი.გვირჩია ნევროპათოლოგთან კონსულტაცია.ვიყავით მეორე დღეს და გასინჯა ექიმმა და ნევროზის ბრალიაო.ეს დღეები ისევ ისეთი სიმტომები აქვს.მე ვეჭვობ კისრის მალების თიაქარი ხომ არაა?თქვენ რას გვეტყვით
პასუხი:

მოგესალმებით, 

ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოკაციითა და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.

ხერხემლის თიაქრის კლინიკური გამოვლინებებია:

● დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები, რომლებიც დატვირთვის დროს ძლიერდება;

● ტკივილი და მგრძნობელობის შემცირება ორივე ფეხში;

● ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;

● თავბრუსხვევა;

● არტერიული წნევის ამაღლება;

● ხელის თითების გაბუჟება;

თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება. მეორე ადგილზეა კისრის თიაქარი, უფრო იშვიათია გულმკერდის თიაქარი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად ევრ გიპასუხებთ, საჭიროა ექიმმა უშუალო ვიზიტისას შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდზე რეკომენდაციაც თავად  მოგცეთ.

მობრძანდეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, განისაზღვრება ზოგადი მდგომარეობა, თუ გამოიკვეთება  მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის საჭიროება, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

აქციით სარგებლობისათვის და უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა