გავა–წელის თიაქრის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია - ნეიროქირურგია

კითხვა: გავა წელის თიაქარის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია რთულია? და რამდენ ხანში ვიქნები შრომისუნარიანი( ჯდომა, სიარული რა დროით მექნება შეზღუდული)?
პასუხი:

მოგესალმებით,
კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული, ყველაფერი ინდივიდუალურია და ზოგადად, თავად პაციენტზეა დამოკიდებული ოპერაციის შემდგომი პერიოდის სწორად განვითარება.
ოპერაციის შემდეგ, პირველი პერიოდი, მუდმივად უნდა ჩააყენოთ მკურნალი ექიმი საქმის კურსში.
გარდა სამედიცინო რეაბილიტაციისა, საჭიროა მოწესრიგდეს ცხოვრების და შრომის რეჟიმი. სწორი პოზით დაბრძანდეთ, ერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და შეასრულოთ სამკურნალო ვარჯიშები, რომელთა შესახებ კონსულტაციას სპეციალისტი გაგიწევთ.
თიაქარის ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ისევე როგორც მალათაშორისი თიაქრის კონსერვატიული მკურნალობის დროს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიზიოთერაპიას.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა