კითხვა: 17 წლის ბიჭი მყავს ხერხემლის გამრუდებით მინდოდა თქვენთან მოყვანა
პასუხი:

მოგესალმებით,

ხერხემლის გამრუდება, ანუ სკოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა. ძირითად ვლინდება სუნთქვის უკმარისობით. სქოლიოზი შეიძლება იყოს:

  •  თანდაყოლილი;
  •  შეძენილი;
  •  შთამომავლობითი.

არსებობს სკოლიოზის შემდეგი ფორმები:

  •  კისრის მალების;
  •  გულმკერდის;
  •  გულმკერდ-წელის;
  •  წელის მალების.

უფრო ხშირად გულმკერდის მარჯვენამხრივი სკოლიოზი გვხვდება.

ამ შემთხვევაში,  გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ნეიროქირურგთან, რომელიც შეაფასებს პაციენტის  მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

ჩვენს კლინიკაში ტარდება  უფასო კონსულტაციის დღე ნეიროქირურგთან, ყოველ პარასკევს.

ვიზიტისას თუ გამოიკვეთება, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა