ხერხემლის პათოლოგია - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა,ჩემი ბიჭი არის 33 წლის,გულაღმა დაწოლის დროს უჭირს სუნთქვა,გულმკერდის არეში გრძნობს დაჭიმულობას,რისი ბრალი იქნება? გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა შესაძლოა საქმე ეხებოდეს ხერხემლის პათოლოგიას, სკოლიოზს ან კიფოზს, რომელზეც მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.

ხერხემალს აქვს ბუნებრივი სიმრუდეები, რომლებიც სხეულის წონასწორობის დაცვასა და მოძრაობაში ეხმარებიან.

ასეთი სიმრუდე ოთხია. სხეულისკენ შედრეკილ სიმრუდეებს ლორდოზებს უწოდებენ, გარეთ გამოდრეკილებს – კიფოზებს. ამრიგად, ხერხემალს ბუნებრივად აქვს ორი ლორდოზი: კისრისა და წელის და ორი კიფოზი – გულმკერდისა და გავის.

ზოგჯერ ეს ნადრეკები ნორმალურზე მკვეთრია. პათოლოგიურ ნადრეკებსაც ლორდოზსა და კიფოზს უწოდებენ.

როცა კისრის ან წელის ლორდოზი არის გასწორებული, ამ დროს პაციენტს ტკივილი აწუხებს, რა სიმპტომიც თქვენი შვილის შემთხვევაშიც გამოვლინდა.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, შეუძლია თქვენს შვილს მობრძანდეს  ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც  სავარაუდოდ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, ასეთ შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა