დისკოპათია, პროტრუზია - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა, ჩავიტარე მრტ კვლევა და დასკვნა ასეთია: ჩატარებულ იქნა ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მ.რ.ტ. კვლევა T1se,T2ffe,T2tse,T2stir რეჟიმებით აქსიალური, საგიტალური, კორონარული ჭრილებით გულმკერდის ქვედა - წელის სეგმენტში. მიღებულ ტომოგრამებზე ხერხემლის კისრის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი, გულმკერდის სეგმენტში ფიზიოლოგიური კიფოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები, სასახსრე ფაცეტები კეროვანი პათოლოგიის გარეშეა. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება რის ფონზეც ვლინდება C4, C5 დისკების ცირკულარული გაფართოება. ამავ ე დონენეებზე ყვითელი იოგების იოლი დილატაცია. ზურგის ტვინი ჰომოგენურია. გულმკერდის ქვედა–წელის სეგმენტში ფიზიოლოგიური ლორდოზი შენახულია. მალთა სხეულების სტრუქტურა ჰომოგენურია. რკალები, მორჩები კეროვანი პათოლოგიის გარეშე. მალთაშუა დისკები ისახებიან თანაბარი ჰიპერინტენსიური სიგნალებით ისახება, რის ფონზეც ვლინდება L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია 3მმ-მდე, დურალური პარკისა და ბილატერალურად ნევრალური არხების შევიწროვებ ის მიზეზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი 5.5მმ-ით. დურალური პარკისა და მარჯვენამხრივი ნევრალური ფესვის კომპრესიის მიზეზია. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია 3მმ-ით, დურალ;ური პარკის შევიწროვების მიზეზია. ზურგის ტვინის კონუსი ჰომოგენური სიგნალებით ისახება, ლოკალიზებულია L1 დონეზე. რაშის კუდის ფესვები კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშეა. ლუმბალური ცისტერნა დეფორმაციის გარეშეა. გავა–თეძოს შესახსრებები, მენჯ–ბარძაყის სახსრები სიმეტრიულია, კეროვანი დაზიანების ნიშნების გარეშე ისახება. არსებული მ.რ.ტ. კვლევით ვლინდება C4, C5, L3, L4, L5 დისკოპათია. L3 დისკის ცირკულარული პროტრუზია. L4 დისკის დორსომედიალური, მარჯვენამხრივი ლატერალიცაზიით პროლაფსი. L5 დისკის დორსომედიალური მარჯვენამხრივი ლატერალიზაციით პროტრუზია. თუ შეგიძლიათ მითხრათ არის თუ არა საოპერაციო? ინკურნება თუ არა? და როგორ მივაწციო ყურადღება რომ არ გამირთულდეს მდგომარეობა. მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს მსგავს შეკითხვაზე, დისკოპათია მალთაშუა დისკის პათოლოგიური მდგომარეობის კრებითი სახელია.
დისკოპათიების სახელწოდების ქვეშ პირობითად ერთიანდება:

  • დისკოზი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • პროტრუზია;
  • მალთაშუა თიაქარი;
  • რადიკულიტი.

პროტრუზია კი, სიტყვასიტყვით ნიშნავს გამობურცვას, გამობერვას, რომელიც იშვითად გვხვდება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
საჭიროებთ თუ არა ოპერაციულ მკურნალობას, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, შეფასდება ზოგადი მდგომარეობა და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა