დისკოს თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა. მრტ კვლევით დამიდგინდა ლ5 დისკის მარჯვენამხრივი მედიო-ლატელარული კაუდალურად მიგრირებული თიაქარი ლატერალური ჯიბის და ნევრალურ არხზე კომპრესიით 10 მმ. მაქვს ფეხის ტკივილი და შემიშუპდა ტერფი და კოჭი ძალიან. მიჭირს მოჩრაობა. მაინტერესებს შეშუპებაც ამ დიაგნოზის შედეგია? და როგორ მოვიქცე, სანამ ოპერაციული მკურნალობა გადაწყდება. ვმკურნალობდი დიკლოფენაკით და 12 ვიტამინით. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
L5 წარმოადგენს, ხერხემლის სვეტის, წელის მიდამოს მალას, რომლიც მაქსიმალურად მოძრავია.
დისკოს თიაქარი კი, ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს, რაც თქვენს შემთხვევაშიც გამოვლინდა.
შესაბამისად, თქვენი ჩივილებიც, სავარაუდოდ ამ პათოლოგიას უკავშირდება.
თქვენი მონათხრობის და კვლევის შედეგების მიხედვით ოპერაციული მკურნალობაა საჭირო. თუმცა, ზუსტი პასუხის მისაღებად აუცილებელია ნეიროქირურგთან უშუალო ვიზიტი.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. კვალიფიციური მოსაზრების მოსასმენად და მკურნალობის მეთოდის დასაგეგმად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე. სადაც ექიმი–სპეციალისტი მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა