მოგესალმებით,
აღნიშნული შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართვას. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
სასურველია პაციენტის მდგომარეობის და ზუსტი ანამნეზის, დიაგნოზის საფუძველზე გაგეცეთ კორექტული პასუხი.
ზოგადად, თავის ტვინის კისტა, რა თქმა უნდა საყურადღებოა, რადგან შესაძლოა მოხდეს მისი:
- ზომაში ზრდა;
- კისტის ჩაჭედვა;
- ზეწოლა ტვინის სხვა უბნებზე;
- სხვა ტიპის გართულება, რომელიც იწვევს შეუქცევად პროცესებს.
ამიტომ, საჭიროა მისი მუდმივი კონტროლი და პერიოდული კონსულტაციები სპეციალისტთან.
უპირველ ყოვლისა სასურველია, დადგინდეს რა ტიპის კისტას ეხება საქმე.
მცირე ზომის კისტები შეიძლება არსებობდეს დიდი ხნის მანძილზე ტვინის ქსოვილში, რომელიც არ იწვევდეს დისკომფორტს. ამიტომ, ჩვენი რჩევა იქნება გაიაროთ კონსულტაცია ნეიროქირურგთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაცია. ანამნეზის შეკრებისა და კვლევის პასუხების შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაისახება მკურნალობის გეგმა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა – პარასკევი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!