მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ოსტეოქონდროზი;
- ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარება;
- დიაგნოსტიკური კვლევები.
პროტრუზია სიტყვასიტყვით ნიშნავს გამობურცვას, გამობერვას, რომლის დროსაც რბილი ბირთვი რჩება გაწელილი ფიბროზული რგოლის საზღვრებში.
ხერხემლის ოსტეოქონდროზი კი, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის 80%–ში გვხვდება.
ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ვითარდება მალთაშორისი დისკების ხრტილის დეგენერაციული პროცესები და მიმდებარე ქსოვილებში რეაქტიული პროცესები.
ოსტეოქონდროზის დროს, დეფორმირდებიან, სიმაღლეში იკლებენ და განშრევდებიან მალები.
ხერხემლის ოსტეოქონდროზის განვითარება იწყება მალთაშუა დისკების დაზიანებით, შემდეგ კი, აზიანებს ხერხემლის სხვა ნაწილებს, პირველ რიგში კისრისა და წელის მალებს.
თქვენს შემთხვევაში, საქმე ეხება წელის მიდამოს ოსტეოქონდროზს, ასეთ დროს წარმოშობილი ტკივილი, შესაძლოა, ხერხემლიდან გადაეცეს კანის მგრძნობიარე ინერვაციის წელისა და ზედა გავის საზღვრებში მდებარე მიდამოებს.
ხერხემლის ოსტეოქონდროზის ფონზე, ნევროლოგიური და ორთოპედიული გასინჯვის შედეგების მიხედვით, შეიძლება დაინიშნოს ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები როგორიცაა:
- რენტგენოგრაფია;
- ფუნქციური ტესტები;
- მიელოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობის მეთოდის დასაგეგმარებლად, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დახმარებას გაგიწევთ ჩვენი კლინიკის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ეგუტიძე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!