დისკოს თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: მოგესალმებით , დისკის თიაქრის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ. მაინტერესებს როგორ შეიძლება გამოიხატოს და რა ტიპის სიმპტომები შეიძლება მოყვეს იმ შემთხვევას თუ ორგანიზმმა იმპლანტი ვერ მიიღო? ხოლო ასეთ შემთხვევაში რა ზომების მიღება გახდება საჭირო ? რამდენად დიდია ალბათობა იმისა რომ იმპლანტი ვერ მიიღოს ორგანიზმმა და თუ არსებობს პრევენციის რაიმე გზა? მადლობა რომ გვაძლევთ საშუალებას მივიღოთ კომპეტენტური რჩევები და გავითვალისწინოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.
ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისაა დისკოს თიაქარიც.
დისკოს თიაქარი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.
რაც შეეხება ოპერაციას, ფლუოროსკოპიური (C-arm) კონტროლის ქვეშ ლოკალიზებული ჩარჩოს გამოყენებით მოინიშნება წელის დაზიანებული მალთაშუა დისკო და მასთან მიახლოვების მიმართულება. კანის მცირე ზომის (10–15 მმ) ჭრილობა კეთდება დაზიანებული დისკის პროექციის ზემოთ, პაციენტის წონიდან გამომდინარე.
დისკის თიაქრის მხარეს მაკრატლით კეთდება წელის ფასციის გაკვეთა და პარავერტებრული კუნთების შემდგომი განშრევება. ისმება სპეციალური ოპერაციული მილი თავისი ობტურატორით, დისკის მაშებით იწმინდება ხილული ინტრალამინარული ზედაპირი, ისმება ენდოსკოპიური მოწყობილობა ამომწოვ მილთან ერთად და შემდგომი ჩარევა გრძელდება ვიზუალური კონტროლის ქვეშ ვიდეოთვალის გამოყენებით.
ოპერაცია მთავრდება ინტრადერმალური ნაკერით და წყალგაუმტარი შეხვევით.
რეაბილიტაციის კურსი დამოკიდებულია კლინიკური გამოვლინებების სირთულეზე.
ქირურგიული მკურნალობის „ოქროს სტანდარტად“, ხელოვნური მალთაშუა დისკის იმპლანტაცია აქტიურად განიხილება როგორც მკურნალობის ეფექტური ალტერნატიული მეთოდი, იგი ხერხემალს უნარჩუნებს დაზიანებულ სეგმენტში მოძრაობის უნარს.
იქიდან გამომდინარე, რომ იმპლანტატი მაინც უცხო სხეულია, შეუთავსებლობა შესაძლებელია ნებისმიერ პაციენტში მოხდეს, რის შემდეგაც საჭიროა მათი ე.წ. მოხსნა, თუმცა ჩვენს კლინიკაში იმპლანტანტი (კეიჯები) არის ულტრათანამედროვე, რაც მაქსიმალურად ამცირებს მისი შეუთავსებლობის რისკებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და ექიმი თავად მოგაწვდით უფრო მეტად ამომწურავ ინფორმაციას, ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ნეიროქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა