ხერხემლის პათოლოგია - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა უკვე წლებია დედაჩემს აწუხებს ზურგის ტკივილი, თითქმის ერთი წელია წელში მოიხარა გადაადგილება უჭირს, პედაგოგია და სკოლაშიც ვეღარ დადის, ჩატარებული აქვს გამოკვლევები და ოსტეოხონდროზის დიაგნოზით იმკურნალა თუმცა უშედეგოდ, ძალიან გთხოვთ მირჩიოთ როგორ ვიმკურნალოთ რომ გადაადგილება გამართულად შეძლოს, მადლობა და უფალი გფარავდეთ
პასუხი:

მოგესალმებით,

ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

  • დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს;
  • უზრუნველყოფს დგომას და მოძრაობას.

ზურგის ტკივილის მიზეზი ათიდან რვა შემთხვევაში გახლავთ ოსტეოქონდროზი. მას განაპირობებს:

  • ფიზიკური გადატვირთვისას მიღებული ქრონიკული მიკროტრავმები;
  • გაციებითი დაავადებები;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • ცუდი ფიზიკური განვითარება;
  • გენეტიკური განწყობა.

ოსტეოქონდროზის სიმპტომები:

  • ტკივილი;
  • მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებულ სახსრებში.

იმისთვის, რომ შეფასდეს ამჟამინდელი მდგომარეობა, აუცილებელია განმეორებითი მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias 

კვლევის შემდეგ, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებად დაგეხმარებათ და დედათქვენს დაენიშნება აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა