მოგესალმებით,
სტატისტიკურად, საქართველოშიც და მსოფლიოშიც თავის ტვინის სიმსივნე და მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა.
თავის ტვინის სიმსივნის ერთ–ერთი სიმპტომი თავის ტკივილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავის ტკივილი აუცილებლად სიმსივნეზე მიგვანიშნებს. როცა სიმსივნე იზრდება და აღწევს მასშტაბურ ზომას, სიმსივნის გარშემო ჩნდება შეშუპება , რაც გამოიხატება პირველადი ჩივილით – გულყრით, ეპილეფსიური შეტევით.
ჩვენს კლინიკაში პირველადი დიაგნოსტიკური კვლევები მაღალ დონეზეა. ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს მინიმალური ზომის თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირება შევძლოთ. მიკროსკოპი გამოირჩევა მაღალი გარჩევადობით, შესაბამისად, გაცილებით მარტივია გავარკვიოთ ქსოვილი ჯანსაღია თუ სიმსივნური.
თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი არ არის განაჩენი! როცა ვსაუბრობთ პრევენციაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი იმისთვის, რომ დროულად მოხდეს თავის ტვინის სიმსივნის აღმოჩენა ან გამოვლინდეს სხვა სახის პრობლემა.
თუ თავი ძალიან გტკივათ, აუცილებელია ჩატარდეს თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრების შემდეგ მოგცემთ მითითებას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევაზე და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ თავის ტვინის კვლევა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!