საფეთქლის კისტა - ნეიროქირურგია

კითხვა: დღეს ჩემს შვილს საფეთქლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩნდა 8 მილიმეტრის კისტა. არის თუ არა საშიში გვაინტერესებს. 15 წლის არის ბავშვი
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად პასუხის გაცემა რთულია, დასაზუსტებელია, კისტა ზუსტად სად მდებარეობს, კეთვილთვისებიანია თუ არა, რომელი სახეობის კისტაა, ( განასხვავებენ ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა) იწვევს თუ არა ტკივილებს, გამოხატავს თუ არა პაციენტი ჩივილებს და ა.შ.
სავარაუდოდ ჩაიტარეთ მრტ კვლევა, რაც გვაძლევს მხოლოდ სურათს, შედეგის ინტერპრეტირება კი ნევროლოგისა და ნეიროქირურგის კომპეტენციაა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგისა და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, სადაც უშუალო ვიზიტისას შეფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელი და არაპროფესიულია.
ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, რათა სპეციალისტმა შეძლოს თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა