მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ “2 დისკის 3.5-4მმ-იანი თიაქარი“ . დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა თავბრუსხვევის, გულისრევისა და სხვა ჩივილების გამომწვევი, ხერხემლის სვეტის, კისრის მალების თიაქარია.
ამასთან დაკავშირებით, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოკაციითა და ფიბრიოზული რგოლის გარღვევით.
ხერხემლის სვეტის, კისრის თიაქრის კლინიკური გამოვლინებებია:
- დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები;
- ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;
- თავბრუსხვევა;
- არტერიული წნევის ამაღლება;
- ხელის თითების დაბუჟება.
იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს, ვფიქრობთ თქვენს შემთხვევაშიც უფრო ინფორმაციული იქნება.
ამიტომ, შემოგთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !