ხერხემლის თიაქარი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა,ორი წლის წინ გავიკეთე ხერხემლის თიაქარის ოპერაცია,მეოთხე მალაზე მქონდა 6მმ თიაქარი მარჯვენა მხრივ პროტრუზია თუ არ ვცდები ასე ეწერა მრტ-ში,ორი წელი გავიდა და ძალიან მტკივა წელიც და მარჯვენა ფეხიც,ძალიან გთხოვთ იქნებ მირჩიოთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა შევნიშნავთ ,რომ ადგილობრივი ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.

თქვენი მონათხრობით ,   გაკეთებული გაქვთ ხერხემლის თიაქრის ოპერაცია და  შესაძლებელია ოპერაციის შემდგომ გართულებასაც  ჰქონდეს ადგილი .

სავარაუდოდ, ნაოპერაციები დისკის გარდა სხვა , მეზობელ დისკებზეც გექნებოდათ პრობლემა, რასაც ნიშნავს თქვენს მიერ აღნიშნული –  პროტრუზია.

შესაძლოა ფეხის ტკივილს იწვევდეს, საჯდომი ნერვის ანთება,  რომელიც ხშირად იწვევს ფეხის ე.წ გაშეშებას და ის ირადირებს (გადაეცემა) ფეხის გასწვრივ.

დისტანციურად, თუ რა იწვევს ზუსტად თქვენს ტკივილებს, დიაგნოსტირება შეუძლებელია. ამიტომ , მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარებას, დანიშნავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კველვებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.

თუ ვიზიტისას საჭირო იქნება, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა