ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, ენდოვასკულური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტი 1993 წლიდან ფუნქციონირებს. მუშაობა მიმდინარეობს პრაქტიკული, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით. დეპარტამენტში ტარდება შემდეგი ტიპის ოპერაციები:
- სისხლძარღვების და ნერვების მიკროქირურგიული რეკონსტრუცია;
- აუტოვენური და აუტონერვული პლასტიკა;
- სტრიპინგი;
- ფლებექტომია;
- მინიფლებექტომია;
- სკლეროთერაპია;
- ლაზერული აბლაცია;
- ფასციოპლიკაცია;
- მიკროქირურგიული;
- აუტოვენოპლასტიკა;
- ვალვულოპლასტიკა;
- ენდოვასკულური ჩარევების სრული მოცულობა;
- ენდარტერექტომია;
- შუნტირება;
- ექსტრაანატომიური შუნტირება;
- არტერიოპლასტიკა;
- ფისტულების მიკროქირურგიული გათიშვა;
- მიკროქირურგიული ლიმფანგიოპლასტიკა;
- რეზექციული და პლასტიკური ოპერაციები;
- სკალენექტომია;
- მიოტომია;
- მიკროქირურგიული არტერიო–ფლებო–ნევროლიზი;
- ტრანსთორაქსული სიმპატექტომია;
- ქსოვილთა კომპლექსების მიკროქირურგიული აუტოტრანსპლანტაცია სისხლძარღვოვან და სისხლძარღვოვან–ნერვულ ფეხზე;
- ტენდოპლასტიკა–ტენდოტრანსპოზიცია;
- სისხლძარღვოვან–ნერვული კონების რეკონსტრუქცია;
- აუტოვენური და აუტონერვული პლასტიკა.
- სხვა .
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დანერგილია და ტარდება ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”. მეთოდის არსი იმაშია, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით მხოლოდ ერთი ჩხვლეტით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად, კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე. ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით, ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, რაც იძლევა საშუალებას, პაციენტი პროცედურის შემდეგ მაშინვე საკუთარი ფეხით გაემართოს სახლისკენ.
ლაზერული აბლაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფლობს, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია. ამავე დროს, ოპერაციისგან განსხვავებით, უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ჩარევების მიზანი სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება და აღწერილი გართულებების თავიდან აცილებაა. ვენური გამობერილობების გაქრობა ხდება თავისთავად, ვინაიდან ნადგურდება პათოლოგიურად შეცვლილი ვენა, მისი შენაკადებიც იფუშება და იმ კოსმეტიკური პრობლემების 95% თავისთავად ქრება.
Trinias B12 MiX package
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12–ით, რაც საშუალებას იძლევა აორტის პათოლოგიები ენდოვასკულურად (არა ღია წესით) იმართოს და ოპერაცია ჩატარდეს პაციენტისთვის მაქსიმალურად დამზოგველი და ეფექტური მეთოდით. ამავე დროს კლინიკაში ყოველთვისაა გულმკერდისა და მუცლის აორტისთვის საჭირო სტენტ–გრაფტების მარაგი, რაც მიღწეულია მწარმოებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეგვიძლია მოვემსახუროთ ურგენტულ პაციენტებს, დროულად ჩავატაროთ ოპერაცია და გადავარჩინოთ სიცოცხლე!
კლინიკაში გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები (სოფტები), რომლის დახმარებითაც შესაძლებელია აორტის გაზომვა, ოპერაციის დაგეგმარება ოპტიმალურ დროში. ქირურგები ამ სოფტებით ინდივიდუალურად არჩევენ პაციენტისთვის საჭირო კონკრეტული დიამეტრისა და სიგრძის სტენტ–გრაფტებს.
სწორედ ეს მნიშვნელოვანი სერვისი უზრუნველყოფს იმას, რომ ქირურგს უმოკლეს ვადაში შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ჩვენების მიხედვით ენდოვასკულური მეთოდით ჩარევა – როდესაც საქმე გამსკდარ ანევრიზმას ეხება ყოველი წუთი გადამწყვეტია!
დეპარტამენტში ასევე წარმატებით ხორციელდება: პერიფერიული სისხლძარღვის ენდოვასკულური რეკონსტრუქციები, ჰიბრიდული (ღია და ენდოვასკულური) ოპერაციები.
ჩვენი კლინიკა მულტიპროფილურია, ვმკურნალობთ თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი ტექნოლოგიებით.
სახარჯი მასალის უწყვეტი მარაგი, გამოცდილი ანგიოქირურგები, ულტრათანამედროვე, რეგიონში ექსკლუზიური ორმკლავიანი ანგიოგრაფი, სპეციალური სოფტები – სწორედ ამ უპირატესობებითაა გამორჩეული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური დეპარტამენტი!