პოზიცია
ზოგადი ქირურგი
გრიგოლ მამამთავრიშვილი

განათლება

1977–1982 წწ. მიზნობრივი ორდინატურა და ასპირანტურა ქირურგიის საკავშირო ეროვნულ ცენტრში, ქალაქ მოსკოვში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქრონიკული ჰეპატიტის ქირურგიული მკურნალობის ასპექტები“;

1971–1977 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1982 წლიდან დღემდე მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ზოგადი ქირურგის თანამდებობაზე;

2003 წლიდან დღემდე ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ზოგადი ქირურგი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, ქირურგიის მიმართულებით.

გამოქვეყნებული აქვს 60–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი.

ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

საქართველოს ჰერნიოლოგთა ასოციაციის წევრი.