Varian-Truebeam

Varian-Truebeam

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ფირმის Varian- ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ექვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებელებით Truebeam–ით და  Vitalbeam–ით, რაც იძლევა გარანტიას პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.

თითოეული პაციენტის მკურნალობის ტაქტიკის და დასხივების გეგმის შედგენა მოხდება უცხოეთში მოღვაწე ამ სფეროში წარმატებული ქართველი ექსპერტების აშშ-ის ატლანტის ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსის, პროფესორის ნათია ესიაშვილის და ესპანეთის GenesisCare-ის ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტის, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია ჯუღაშვილის მიერ.

ჩვენთან ტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის,  თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული, რადიოთერაპია. მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT(გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

უახლოეს მომავალში ჩვენ სერვისს დაემატება რადიოქირურგია(SRS,SBRT) და ბრაქითერაპია რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ამ მიმართულებით პაციენტების მკურნალობას.

 


კლინიკის სიახლეები

რატომ უნდა მომართოს პაციენტმა ანევრიზმის სამკურნალოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

რატომ უნდა მომართოს პაციენტმა ანევრიზმის სამკურნალოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს?

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო აორტის დისექცია (აორტის განშრევება) და აორტის ანევრიზმა მსოფლიო მასშტაბის პრობლემებადაა მიჩნეული.