გთავაზობთ ქალთა უფასო გასინჯვის აქციას – გინეკოლოგის კონსულტაცია, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია სრულიად უფასოდ

გთავაზობთ ქალთა უფასო გასინჯვის აქციას – გინეკოლოგის კონსულტაცია, მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია სრულიად უფასოდ

ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ეგიდით, ქირურგიის ეროვნული ცენტრი აცხადებს უფასო გასინჯვის აქციას!

ქალბატონებო, აქციის ფარგლებში სრულიად უფასოდ ისარგებლებთ შემდეგი სერვისებით:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში ბიოფსია.

გაითვალისწინეთ, რომ აქცია ძალაშია მხოლოდ 2 დღით, 25 და 26 ოქტომბერს.

ცნობისთვის, ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვედ არის აღიარებული და „ვარდისფერ ოქტომბრად“ იწოდება. ვარდისფერი ბაფთა ამ კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25, რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ