რამდენად საშიშია ნუშურა ჯირკვლების ანთება ?


  • 09 ოქტომბერი 2017
კითხვა: შეგიძლიათ მითხრათ გლანდები თუ დროულად არ ამოიკვეთა შეიძლება ყელის კიბოში გადაიზარდოს?
პასუხი:

მოგესალმებით!   ნუშურა ჯირკვლები, წარმოადგენენ ტონზილებს (ე.წ. გლანდები), ინფიცირება  ხდება ბაქტერიით ან ვირუსით, რის შედეგადაც შუპდება და იწყება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას ტონზილიტი  ეწოდება (ანგინა, ნუშურა ჯირკვლების ანთება).   სტრეპტოკოკით (ბაქტერია) გამოწვეული ტონზილიტი შესაძლებელია გართულდეს რევმატიული ცხელებით, თირკმლის დაავადებით (გლომერულონეფრიტი), მწვავე მონონუკლეოზით . ხოლო ვირუსული ტონზილიტის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ნუშურების აბსცესი (დაჩირქება). დაჩირქებული ნუშურები ძალიან მტკივნეულია და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია ჩირქი გავრცელდეს და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს კისრის, იღლიის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური ჯირკვლების გადიდება. როდესაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე (3 ჯერ მაინც) ხდება გართულება , არის უკვე საოპერაციო ჩვენება.  ყურადღებამისაქცევია ლიმფური ჯირკველების გადიდება-დაზიანების  ხარისხი. (რათა თავიდან ავიცილოთ ლიმფური სისტემის დაავადებები). რაც შეეხება ყელის კიბოს--ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთება --- ითვლება  ერთ - ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად  , ამიტომ საჭიროა მკურნალობის სრული კურსის ჩატარება დროულად .

გმადლობთ, რომ დაინტერესდით  ჩვენი კლინიკით. გისურვებთ  ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

30 იანვარი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ანუ შარდის ჩაბარებიდან რამდენი დრო უნდა პასუხს და რა ღირს ამ ანალიზის გაკეთება?

B – C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევა

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში შესაძლებელია თუ არა შაბათს ც და ბ ჰეპატიტზე ანალიზის გაკეთება და რა ღირს ანალიზები?

ვიზიტი ჰემატოლოგთან

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: სხეულზე მაქ ჩალურჯებები და რისი ბრალია თან ხშირიად მაქ, ასევე ძლიერი თავის ტკივილები მაქ ყოველდღე

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია

20 ოქტომბერი 2018

კითხვა: მაინტერესებს ჩიყვმა სიცხეები თუ იცის იცდაჩვიდმეტი და სამ ხაზამდე ადის და მაინტერესებს სიცხე თუ ახასიათებს


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.