მუცლის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა, სამი თვეა მაწუხებს მუცლის ღრუს მწვავე ტკივილი . ეხოზე არაფერი ისეთი არ მაქვს რამაც შეიძლება ასეთი ტკივილი გამოიწვიოს. მითხრეს ზონდის გადაყლაპვა მაგრამ ვერ ვყლაპავ . მაინტერესებს თუ ხდება ზონდირების გარეშე კვლევა და რამდენად საფუძვლიან პასუხს იძლევა ის?
პასუხი:

მუცლის ტკივილმა დროდადრო ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს. მუცლის ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი. ტკივილი შეიძლება დროდადრო გაქრეს ან გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში.ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ხანმოკლე ან ქრონიკული (რამდენიმე კვირა ან თვე).ხშირად, მუცლის ტკივილის ლოკალიზაციის აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტკივილი უჩვეულო გავრცელებისაა და ეს პროცესი რთულდება. მიუხედავად ამისა, მუცლის ტკივილის მიზეზების სწორი დიაგნოსტირება ყოველთვის მოითხოვს ადგილმდებარეობის შეფასებას.შევეცდებით ჩამოგითვალოთ დაავადებები , რომელიც მუცლის გენერალიზებულ ტკივილს იწვევს :

ანთება (აპენდიციტი, დივერტიკულიტი, კოლიტი); ორგანოს გაჭიმვა (ნაწლავის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბლოკირება, ღვიძლის შეშუპება); სისხლის მიწოდების შეფერხება (იშემიური კოლიტი); სხვა მიზეზები; მუცლის ტკივილი კიდევ ბევრ დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ამის ხილული მიზეზები არ არსებობს. ტკივილის მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანია ტკივილის ზუსტი ადგილმდებარეობის, მისი ტიპის და ხანგრძლივობის განსაზღვრა. აგრეთვე, საყურადღებოა მასთან დაკავშირებული სიმპტომებიც: ცხელება, დიარეა ან სისხლდენა.

მუცლის ტკივილს ყველაზე ხშირად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას უკავშირებენ. გასტრიტი ანუ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაც ხშირად ასეთივე შეგრძნებებს იწვევს.

მუცლის შებერილობასა და ტკივილს აირების ჭარბი დაგროვება იწვევს, თავად აირთა დაგროვების მიზეზი კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი გამოყოფის დარღვევა ან ჭარბი წარმოქმნაა. მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი ის საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

მუცლის ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებლების მიღება დაუშვებელია. ეს სიმპტომი შეიძლება სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს და ამას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ! აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს და პრობლემის წყარო დაადგინოთ. ზუსტი დიაგნოზის დასმის გარეშე მკურნალობის კურსი ეფექტური ვერ იქნება. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

თქვენი წერილიდან გამომდინარე ,როგორც ჩანს,უკვე გირჩიეს გასტროსკოპიის ჩატარება და თქვენ კი ამას ერიდებით .

ჩვენი რჩევა იქნება მობრძანდეთ ჩვენს გასტროენტეროლოგთან,რომელიც განსაზღვრავს ასეთი კვლევის მიზანშეწონილობას ,ხოლო მისი გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში , შესაძლებელია  ჩვენთანვე  ჩაიტაროთ ეს გამოკვლევა ანესთეზიით,რომელიც თავიდან აგაცილებთ პროცედურის შიშს და უსიამოვნო შეგრძნებებს .

გასტროსკოპია ანესთეზიით ,ჩვენს კლინიკაში მიმდინარე  აქციის ფარგლებში,შეგიძლიათ ჩაიტაროთ  200 ლარად , იმავდროულად  გაივლით ქირურგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაციას . დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით,  გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა