ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აგრძელებს ზრდა/განვითარებას.
დეპარტამენტში განახლდა სამედიცინო აპარატურა (სანარკოზე აპარატები ინვაზიური კარდიომონიტორები, სისხლის გაზების ანალიზატორი, ინფუზომატები, კაპნოგრაფები).
დაემატა უნივერსალური ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკი, სადაც უწყვეტ რეჟიმში კეთდება ნებისმიერი ოპერაცია. საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია უახლესი, ულტრათანამედროვე საანესთეზიო მოწყობილობებით.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კადრების ტრენინგი, თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში, ეცნობიან უცხოელი კოლეგების გამოცდილებას.
პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და ოპერაციის თავისებურებათა გათვალისწინებით ტარდება ყველა სახის ანესთეზია, თანამედროვე მიდგომებითა და გაიდლაინებით.
გამოიყენება შემდეგი სახის ანესთეზია: ზოგადი ბალანსირებული და სხვა ზოგადი ანესთეზია, ტოტალური ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდი, ტკივილის სინდრომის მართვა სპინალური, ეპიდურული და სხვა ანესთეზიებით.